

კრიოლიპოლიზი
ბოტულინოთერაპია სახის ნაოჭები ხშირ შემთხვევაში ადრეულ ასაკში იწყებენ ფორმირებას. თავდაპირველად ისინი რთულად შესამჩნევია, ასაკის მატებასთან ერთად კი მეტად გამოხატული და ღრმა ხდება.
მოქმედების პრინციპი:
ბოტულინოთერაპიის არსი მდგომარეობს ზედმეტად აქტიური მიმიკური კუნთების მოძრაობის უნარის შეზღუდვაში, რათა მათი ხშირი მოძრაობით გამოწვეული ნაოჭების წარმოქმნა ან გაღრმავება ავირიდოთ თავიდან. პროცედურის ჩატარება შეიძლება სახის სხვადასხვა ზონაზე და ყელზე, თუმცა, უმეტესად, შუბლის და თვალის ირგვლივ მიდამოს კორექციისთვის გამოიყენება. ბოტულინის ტოქსინი წარმოადგენს ბაქტერიების Clostridium botulinum - ის მიერ გამოყოფილ ნეიროტოქსინს, რომელიც ბლოკავს იმპულსის გადაცემას ნერვიდან კუნთზე. კუნთები შეწყვეტენ შეკუმშვას, ნაოჭის ადგილი კი გლუვდება.
ეფექტურობა:
ხშირ შემთხვევაში ეფექტი შესამჩნევია 2-7 დღიდან, თუმცა სრული ეფექტი დგება პროცედურიდან მე-14 დღეს. ეფექტი გრძელდება 6-8 თვე, ზოგიერთ შემთხვევაში 1 წელი.